ძველბერძნული ისტორიოგრაფია...

Post on 27-Jun-2015

875 views 0 download

description

მე–10 კლასის თემატური სლაიდები

Transcript of ძველბერძნული ისტორიოგრაფია...

ძველბერძნული ისტორიოგრაფია.

(ქსენოფონტე. პოლიბიოსი. სტრაბონი.)

ავტორი: ფიქრია სიდამონიძე

რუსთავი.

სსიპ N 13 საჯარო სკოლა.

ქსენოფონტე

დაიბადა ძვ. წ. 427წ.

გარდაიცვალა ძვ. წ. 355წ.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი.

დაბადების ადგილი: ათენი

როგორა ათენის გეოგრაფიული მდებარეობა?

თანამედროვე ქალაქი ათენი –საბერძნეთის დედაქალაქი

ათენის აკროპოლისი – თანამედროვე საბერძნეთის ტურიზმის ერთ–ერთი კერა.

ქსენოფონტეს მამა, გრილე მხედართა გაბატონებულ ფენას

ეკუთვნოდა და შეძლებული კაცი ყოფილა.

შვილისათვის მას კარგი განათლება მიუცია.

ქსენოფონტეს განსაკუთრებული მონდომებით შეუსწავლია სამხედრო

საქმე და საცხენოსნო სპორტსაც დაუფლებია.

ქსენოფონტეს მრავალმხრივი ინტერესი მხოლოდ ისტორიოგრაფიით არ იყო შემოზღუდული. მისი მდიდარი მემკვიდრეობა პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს:

1.ისტორიული ჯგუფი 2.ფილოსოფიურ ანუ "სოკრატულ თხზულებათა" ჯგუფი3. პოლიტიკური ჯგუფი 4. ნარევი ჯგუფი

ისტორიული თხზულებები"ანაბასისი" "საბერძნეთის ისტორია“

"ანაბასისი" შვიდი წიგნის შემცველი მემუაარული შრომაა, რომელშიც აღწერილია კიროს უმცროსის ლაშქრობა თავისი ძმის, სპარსთა მეფის არტაქსერქსეს წინააღმდეგ. იგი მდიდარია გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცნობებით. ქართველი მენიერებისათვის ,განსაკუთრებით ,საყურადღებოა ამ ნაწარმოების V და IV თავები, სადაც ქსენოფონტე ქართველური ტომებისა და კოლხეთის შესახებ იძლევა ცნობებს. ამ თავებს სხვადასხვა დროს იკვლევდნენ ქართველი მეცნიერები ალ.ჭყონია, ივ. ჯავახიშვილი, სიმ.ჯანაშია,  ალ.წერეთელი და სიმ.ყაუხჩიშვილი.

"საბერძნეთის ისტორია”  7 წიგნისაგან შედგება და ქსენოფონტეს უმთავრეს საისტორიო თხზულებას წარმოადგენს. იგი აგრძელებს თუკიდიდეს "პელოპენესის ომის ოსტორიას". თხრობა იწყება 411 წლიდან და გრძელდება 362 წლის ამბებამდე.

ქსენოფონტის მოძრაობის მარშუტი სპარსეთის იმპერიაში

პოლიბიოსი

პოლიბიოსი  (ძვ. წ. 203 - ძვ. წ. 120) ბერძენი ისტორიკოსი, რომელმაც თავის ნაშრომში "ისტორია" აღწერა ძვ. წ. 220 - ძვ. წ. 146 წლის მოვლენები რომის რესპუბლიკაში და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში.

1670 წელს გამოცემული პოლიბიოსის ნაშრომი “ისტორია”

სტრაბონი

XVI საუკუნის გრავიურა.

სტრაბონი

დაიბადა ძვ. წ. 64/63 – გარდაიცვალა ახ. წ. 23/24 ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.წარმოშობით პონტოელი ბერძენი ქალაქ ამისოსიდან, წარჩინებული წრიდან.თავის დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიუღია. ბევრი უმოგზაურია. ფიქრობენ, რომ კოლხეთშიც ყოფილა.

სტრაბონის სახელით ცნობილია ორი ნაწარმოები :

1. "საისტორიო ნარკვევები" 2. "გეოგრაფია".

პირველი ნაშრომი 47 წიგნისაგან შედგებოდა და წარმოადგენდა პოლიბიოსის "ისტორიის" გაგრძელებას. მისგან მხოლოდ 19 ფრაგმენტია მოღწეული.

მეორე ნაშრომი თითქმის მთლიანადაა დაცული, იგი შედგება 17 წიგნისაგან.

სტრაბონის შექმნილი მსოფლიოს რუკა

სტრაბონის შექმნილი ევროპის რუკა

გმადლობთ, ყურადღებისათვის!