ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)

Post on 25-May-2015

658 views 0 download

description

ქართული ენა ბრძენი კუ (აღმოსავლური ზღაპარი) || კლასი ნანა არაბაშვილი

Transcript of ბრძენი კუ (აღმოსავლური ზრაპარი)

ბრძენი კუაღმოსავლური ზღაპარი

II კლასი

ნანა არაბაშვილი

კუმ იფიქრა: მოდი რაც ქვეყანაზე სიბრძნეა, შევაგროვებ და ყველაზე ჭკვიანი ვიქნებიო. ადგა, მწარე გოგრა გამოქურთნა , მხარზე გაიდო და გზას გაუდგა.სადაც კი სიბრძნეს წააწყდებოდა , გოგრაში ტენიდა და თავს ნაქურჩალით უკრავდა-- არსად გამექცესო.

ბოლოს დარწმუნდა :რაც ქვეყანაზე სიბრძნეა, ყველა მოვაგროვე. ახლა კი მოდი,ამ სიბრძნით სავსე გოგრას მაღალ ხეზე დავკიდებ, რომ არავინ მომპაროსო.

ჩამოიკიდა გოგრა კისერზე და დაიწყო ხეზე აცოცება, მაგრამ გოგრა ხელს უშლიდა.

სულელო,თუ ასე ძალიან გინდა ხეზე

ასვლა, გოგრა წინ ნუ კი გაქვს

კისერზე ჩამოკიდებული

,ზურგზე გადაიკიდე.

უცებ ზურგს უკან სიცილი მოესმა. მოიხედა და მოხუცი კაცი დაინახა.მოხუცმა უთხრა:

ასეთი ჭკვიანური რჩევა რომ გაიგონა, კუმ იფიქრა: კიდევ დარჩენილა სიბრძნე ქვეყანაზეო .იგი გაბრაზდა. ამოდენა დრო ტყუილად დავკარგეო,-თქვა და გოგრა მიწაზე დაახეთქა.

გოგრა გასკდა. ქარმა დაუბერა და სიბრძნე დედამიწაზე მიმოფანტა.

მას შემდეგ სიბრძნე ყველგან არის ოღონდ პოვნა უნდა.

დასასრული