მე 4 ჯგუფი პეტრე უმიკაშვილიდა...

Post on 21-Jan-2017

152 views 6 download

Transcript of მე 4 ჯგუფი პეტრე უმიკაშვილიდა...

წარმოგიდგენთ გზამკვლევს,, წინაპართა ნაკვალევზე“

გაკვეთილი - პროექტი ფოლკლორული ნიმუშები - ეს

ნამდვილი მარგალიტებია!

პეტრე უმიკაშვილი და ზეპირსიტყვიერება

ქართული ხალხური ზღაპრები

ზეპირსიტყვიერება ჩამოყალიბდა უძველეს ხანაში და იმ საზოგადოების წეს - ჩვეულებებს და რელიგიურ -მითოლოგიურ შეხედულებებს ასახავდა.

საზოგადოების სოციალური დიფერენციაციის პროცესში  ჩამოყალიბდა ხალხური ზეპირსიტყვიერების  სხვადასხვა ჟანრი, რომლებიც შემდგომში საფუძვლად  დაედო წერილობით ძეგლებს.

ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლიტერატორი და პუბლიცისტი პეტრე უმიკაშვილი დაიბადა 1838 წლის 17 ოქტომბერს თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი.

უმიკაშვილმა მოამზადა რამდენიმე გამოცემა სახალხო სიმღერებისა და მდიდარი ფოლკლორული კოლექციებისა.

საქართველოში დაბრუნებისთანავე უმიკაშვილი ცნობილი გახდა ლიტერატურული ნარკვევებით, თარგმანებით, პიესებით. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვებით, რომლის პირველიგამოცემა შედგა 1874 წელს.

პეტრე უმიკაშვილი- ქართველი ერის სიამაყე

პეტრე უმიკაშვილი იყო ქართული ენისა და წიგნის დაუცხრომელი ქომაგი. მან ჯერ კიდევ 1964 წელს შეადგინა და გამოსცა „ქართული ანბანი“ (მოგვიანებით ამ წიგნის კიდევ ორი გამოცემა გამოვიდა), „დედანი ქართული წერისა“ (პირველი ანალოგიურ გამოცემათა შორის).

პეტრე უმიკაშვილი დაზეპირსიტყვიერება

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის დიდი მზრუნველობა, რომელსაც პეტრე უმიკაშვილი იჩენდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი.

"ხალხური სიტყვიერება", სადაც პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული მასალის უმრავლესი ნაწილია მოთავსებული, გამოიცა 1964 წელს 4 ტომად სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ.

ვისგან უნდა ჩავიწეროთ ზეპირსიტყვიერების ნიმუშები?

პეტრე უმიკაშვილი იაკობ გოგებაშვილთან ერთად აღნიშნავდა ქალების, განსაკუთრებით პატარძლების როლს ამ სახალხო საქმეში

პეტრე უმიკაშვილი გარდაიცვალა 1904 წლის 10 იანვარს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის პეტრე უმიკაშვილის ქუჩა.

ქ.გორის მე-12 საჯარო სკოლის VIII ა კლასი

Ivჯგუფი

ნათა ხუციშვილინათია მაღალაშვილიალექსანდრე საურიმიხეილ გრიგორიანიილია მაისურაძევასილ წოწოლაშვილი

გმადლობთ ყურადღების

თვის!