მეგობრობა 1

Post on 08-Apr-2017

210 views 2 download

Transcript of მეგობრობა 1

მეგობრობა

ნუციკო, ეკატერინე და დიმიტრი მეგობრები არიან. ისინი მაღალ სახლში ცხოვრობენ.

ლიზა ბებია მათი მეზობელია. იგი მოხუცია და სიარული უჭირს.

ნუციკო, ეკატერინე და დიმიტრი ლიზა ბებიას ეხმარებიან. დიმიტრი მაღაზიაში ეგზავნება.

ნუციკო და ეკატერინე სახლს ალაგებენ, ჭურჭელს რეცხავენ.

_თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნაო, _ ამბობს ლიზა ბებია.

ბავშვები საქმეს მოათავებენ და სკამებზე ჩამოსხდებიან. ლიზა ბებია სათვალეს გაიკეთებს და წიგნს გადაშლის. იგი თავის მეგობრებს ზღაპარს უკითხავს..